შინაარსზე გადასვლა

ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
MLRS

ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა (ზცრს) — სარაკეტო არტილერიის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც აერთიანებს გამშვებ დანადგარს, რეაქტიულ ჭურვებს (რაკეტები, რეაქტიული სიღრმული ბომბები) ასევე დამხმარე საშუალებებს დამტენი-მომარაგების მანქანის და სხვა საარტილერიო დანადგარების სახით.

ზცრს-ებს ფლობს მრავალი ქვეყნის სახმელეთო ჯარების, სამხედრო-საჰაერო ძალების და სამხედრო-საზღვაო ძალების შეიარაღება.

ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა განკუთვნილია: მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, ჯავშანტექნიკის, საარტილერიო ბატარეების, გამაგრებული ობიექტების, სამეთაურო პუნქტებისა და საფორტიფიკაციო ნაგებობების გასანადგურებლად.

ჭურვებში რეაქტიული ძრავის გამოყენების შედეგად გასროლისას უკუცემა თითქმის გამოირიცხება, რაც საშუალებას აძლევს გამშვები პაკეტი დამონტაჟდეს თვითმავალსა (ბორბლიან, მუხლუხებიან) და ბუქსირებად შასიზე, თვითმფრინავებზე, ვერტმფრენებსა და გემებებზე.

თანამედროვე ზცრს-ებზე მონტაჟდება 4-50-მდე რეაქტიული ჭურვი, რაც უზრუნველყოფს დიდ ფართობზე მტრისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენებას. ზალპური სისტემის ერთ-ერთ დიდ ნაკლად მიიჩნევა მისი სიზუსტე. ამ პრობლემის აღმოსაფრქვევად ჭურვებში მონტაჟდება ფრენის კონტროლის სისტემა, რომელიც ფრენისას ჭურვის კოორდინატებს კორექტირებას უკეთებს.

კორეული ზალპური ცეცხლის სისტემა რომელიც გამოიყენებოდა ჯოსონის დინასტიის დროს 1392-1897 წლებში.
საბჭოთა BM-13 „კატიუშა“

კორეული ზალპური ცეცხლის სისტემა ხვაჩხა არის ამ სახეობის იარაღის პირველი წარმომადგენელი. მისი გამოყენების რადიუსი 450 მეტრი იყო.
თანამედროვე ზცრს-ები პირველად 1930 წ. გერმანიის შეირაღებაში გამოჩნდა, ეს იყო რეაქტიული ნაღმმტყორცნი Nebelwerfer-ი.
რაც შეეხება პირველ თვითმავალ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემას - ეს იყო საბჭოთა ჯარების სახელგანთქმული BM-13 „კატიუშა“. ეს იყო მარტივი დანაგარი რომელიც შედგებოდა მარტივი ულულო სისტემისგან. ЗиС-6 BM-13 -ზე დაყენებული რელსებიდან ხდებოდა 132 მმ. ჭურვების, „РС-132“, გასროლა და მისი გასროლის მაქსიმალური სიშორე 8470 მ. იყო.

M4A3 T34 Sherman Calliope ბრძოლის დროს, საფრანგეთი

1943 წელს აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს დაკვეთით დაიწყეს ЗиС-6 BM-13- -ის ამერიკულ ვარიანტზე მუშაობა. 1944-1945 წწ.ამერიკის შეერთებული შტატების არმიის შეიარაღებაში გამოჩნდა T34 Calliope. ეს იყო ტანკ M4 Sherman-ის კოშკურაზე შემოდგმული 144 მმ. M8 ტიპის რაკეტის 60 მიმმართველით აღჭურვილი, გამშვები დანადგარი. T34 Calliope-ის გამშვები დანადგარის ჰორიზონტალური დამიზნება კოშკურის ტრილალით, ხოლო ვერტიკალური - ტანკის ქვემეხის აწევ-დაწევით ხდებოდა. ის იყო უნივერსალური თავის კლასში, რადგან ტანკის ჯავშნის წყალობით ეკიპაჟის უსაფრთხოება მის საბჭოთა ანალოგთან შედარებით მაღალ დონეზე იყო დაცული, რაც საშუალება აძლევდა საფარის გამოუყენებლად, ცეცხლი პირდაპირ ბრძოლის ველიდან გაეხსანა.

  • ლაზიკა — ქვეითთა საბრძოლო მანქანა
  • დიდგორი 1 — ქართული შეჯავშნული საბრძოლო ყველგანმავალები
  • დრს-122 — ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]